|
2016-04-27 15:12:03, 387 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: ესღა გვაკლდა უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს პარტიული სია
ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს ,,ქართული ოცნების“ პარტიული სია, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას. როგორც ნიშნიანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, თუ ვის გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული განცხადების გაკეთებისას. "ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს "ქართული ოცნების“ პარტიული სია. უსუფაშვილმა, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანმა, "რესპუბლიკური პარტიის" პარტიულ სიას მიხედოს. როგორმე მოვაგვარებთ ჩვენ ,,ქართული ოცნების“ პარტიულ სიას. მე არ ვიცი, ვინ იგულისხმა უსუფაშვილმა ამ შემთხვევაში, თუმცა მე, ომარ ნიშნიანიძეს, ეროვნული მოძრაობიდან მოსულს, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არაფერს ცუდს "ოცნებას", პარტიას, მოძრაობას არ ვუკეთებთ. შეიძლება, უსუფაშვილმა ვინმე კონკრეტულად იგულისხმა. არა მგონია, რომ მე და ჩემი მეგობრები გვიგულისხმა“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გასათვალისწინებელ "სამ მცირე“ პრობლემაზე ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ასეთ პრობლემებად უსუფაშვილმა გეოპილიტიკური ვითარება, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა მცდელობები და "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის, "არცთუ ნორჩი ლენინელებისა და სტალინელების" განცხადებები დაასახელა. "ბევრია გასაკეთებელი, რათა ყველამ მკაფიოდ დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი „ლენინელების“ და „სტალინელების“ განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)