|
2016-04-26 11:19:37, 537 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია
"ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია და ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საკითხის პირველ განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დაესწრო. წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული. „კომიტეტზე ნათლად ჩანდა, რომ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი; ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, წარმატებით გატარდა. ვფიქრობ, ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, რაკი ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნითაა შესრულებული. ყველაფერი გაკეთებულია, რაც გასაკეთებელი იყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი პოზიტიური ანგარიშით წარდგა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტების წინაშე. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა. კომიტეტის სხდომა იუსტიციის მინისტრმა შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)