20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 10:44:47, 436 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთთან მიმართებაში განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს

„ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან  და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა   france 24-ის ეთერში განაცხადა.

 პრეზიდენტის  განცხადებით, საქართველომ რუსეთთან  დაკავშირებით ნათელი ხედვა აირჩია.

„ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ნათელი ხედვა რუსეთთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორია, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ. მათ შექმნეს ხელოვნური სახელმწიფოები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია, მაგრამ შემდეგ, თუ ხელახლა გავიაზრებთ და გადავხედავთ საერთო წარმოდგენას, თუ თქვენ საუბრობთ მომავალზე, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამ განხილვების რაციონალური ნიშნები. არ მგონია, რომ მე ან პრემიერსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს გვაქვს რაიმე განსხვავებული ხედვა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics