|
2016-04-26 10:32:29, 325 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ–ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფომრმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო–ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს. აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ყურადღება საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. გიორგი კვირიკაშვილმა ჯეფ სეშენსს საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მანვე პოზიტიური უწოდა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)