|
2016-04-26 09:32:41, 476 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია
„შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა რეალურად ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელი გზით წავიდეს. „შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა რეალურად ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია, ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელი გზით წავიდეს. ეს გვეუბნება, რომ პოლიტიკური პარტიები მეტად უნდა გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, 60% გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩეველი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მჯერა, რომ საარჩევნო კამპანია ხალხს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ვგეგმავთ გავითვალისწინოთ ეს საკითხები და დავეთანხმები, რომ უნდა განვახორციელოთ უფრო აქტიური სასამართლო რეფორმა და მეტად გავაქტიურდეთ, რომ გვქონდეს უკეთესი სასამართლო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)