15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 09:25:06, 818 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის  განხორციელების გზებსა და საშუალებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს  მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების კუთხით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა  საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური სტრუქტურული რეფორმების გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოიცავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics