|
2016-04-24 18:54:38, 505 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და "ვისოლ ჯგუფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიაში შედგება. მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით დასაქმების ხელშეწყობა, კერძოდ, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა. მხარეები უზრუნველყოფენ დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, ასევე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 11:00 საათზე „ვისოლის ჯგუფის“ ოფისში გაიმართება. (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #74ბ).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)