|
2016-04-23 16:32:41, 582 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის ბაღში ორმოცდაათი კოლხური ჯიშის ბზა დაირგო
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 აპრილის ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ორმოცდაათი კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ბზა დაირგო. გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს. "ეს არის ერთის მხრივ, სიმბოლური ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია ბზობის დღესასწაულთან. წლების განმავლობაში იჭრებოდა ბზა, ამიტომ მოჭრის ნაცვლად უნდა დავრგოთ და გავახაროთ ეს იშვიათი სახეობა. თითოეული ჩვენგანის ვალია, უფრო მეტად გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. აღნიშნული ღონისძიება სიმბოლურია და მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობას კამპანიაში - „ნუ მოჭრი ბზას“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)