15:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 14:03:43, 993 ნახვა

ეკონომიკა
„სმარტი“ მოძრაობა „მადლიანი საქართველოს“ ფარგლებში, სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს, რომელიც აღდგომის დღესასწაულამდე გაგრძელდება.

აღნიშნული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მომხმარებელთან ერთად ვაკის, საბურთალოსა და რუსთაველის ობიექტებში განთავსებულ „მადლიან კალათებში“ სოციალურად დაუცველებისთვის სურსათ-სანოვაგეს აგროვებენ.

„სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“ აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ერთგული მომხმარებლისთვის უამრავი უგემრიელესი შეთავაზება და მიმზიდველი აქცია გვაქვს, მაგრამ გვინდა უყურადღებოდ არც ის ადამიანები დავტოვოთ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა უსახსრობის გამო აღდგომის სადღესასწაულო განწყობა სრულყოფილად შეიგრძნოს. ამიტომ ერთგულ მომხმარებელთან ერთად „მადლიან კალათას“ საჭირო სურსათ-სანოვაგით ავავსებთ და მივცემთ მათ შესაძლებლობას ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღნიშნოს. აღნიშნული აქცია აღდგომის დრესასწაულამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან კბილაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველოს“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, ნებელობითი სოციალური სოლიდარობის ტრადიციების ჩამოყალიბება, ქართულ საზოგადოებაში ევროპული სოლიდარული ღირებულებების დამკვიდრება, რათა საქართველოში ადამიანები საარსებო პირობებითა და საკვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. 

„სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველო“ აქციებს „დააპურე საქართველო“ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კვლავ განაგრძობს და მოუწოდებს მსხვილი და საუბნო მარკეტების მფლობელებს თავიანთ მაღაზიებში „მადლიანი კუთხე“, თარო, მაგიდა ან მაცივარი მოაწყონ, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დატოვონ  სურსათი, იმათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და სოციალურად გაჭირვებულებს აღდგომა გაულამაზონ. სიკეთე ძალაა, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს“, - განაცხადა „მადლიანი საქართველოს“ პრესს-მდივანმა, მეგი ჭყოიძემ. 

აღსანიშნავია, რომ ვაკის „სმარტში“ პარალელურად სოციალურად დაუცველ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკვირაო სკოლა "რებუსთან“ ერთად სააღდგომო დეკორაციები შეექმნათ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics