19:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 14:10:00, 410 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე: ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი

ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იმ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქორწინების საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრას და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას ეხება.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ეს არის ცვლილებები, რომელიც მომზადებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ანუ, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის.

“მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას საჭიროებს, არ შეიძლება რეფენდუმზე იყოს გატანილი, რადგან კანონის თანახმად, რეფენდუმის შედეგი შესასრულებლად სავალდებულოა, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ის რეფენდუმს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება რეფენდუმის შედეგის კანონში ასახვას, ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი კანონში ისედაც წერია და ეს, ჩემი აზრით, არის ღია კარის მტვრევა“, - განაცხადა ხმალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics