16:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 19:02:13, 877 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის მოლდოვას ოფისის ხელმძღვანელად დიმიტრი გვინდაძე დაინიშნა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე EBRD-ის მოლდოვას ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით გვინდაძე მოვალეობის შესრულებას 2 მაისიდან დაიწყებს. ის ამ პოზიციაზე ჯულია ოტოს შეცვლის, რომელიც 2011 წლიდან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო. 

დიმიტრი გვინდაძე ყურადღებას იმაზე გაამახვილებს,  რომ მოლდოვაში შეიქმნას გარემო, რომელიც მხარს კერძო სექტორის გააქტიურებას დაუჭერს, სხვადასხვა სექტორებში ევროპულ სტანდარტებს დანერგავს. 
EBRD–ი მოლდოვაში უმსხვილესი ინვესტორია, 1.1 მილიარდი ევროს ინვესტიციით, რომელიც ბანკმა 114 პროექტში – აგრობიზნესში, ენერგეტიკაში, ფინანსურ სექტორში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში განახორციელა.

დიმიტრი გვინდაძემ თანამდებობაზე დანიშვნისას განაცხადა, რომ მოლდოვა შესაძლოა რთულ პერიოდს გადის, არსებობს გამოწვევები თუმცა EBRD–ი ქვეყნის მთავარი პარტნიორია განვითარების კუთხით. 

„ჩემი ახალი პოზიციით მე მაქვს მიზანი შევქმნა უკეთესი ბიზნეს გარემო, ვიმუშაო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მხარი დავუჭირო ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და გავაძლიერო ჩვენი პოლიტიკა", – აცხადებს გვინდაძე.

დიმიტრი გვინდაძეს 2014 წლიდან ამ დრომდე აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD–ის წამყვანი ეკონომისტის პოზიცია ეკავა.

ცნობისთვის, 2011–2012 წლებში გიორგი გვინდაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის იყო. ამ თანამდებობის დაკავებამდე კი, 6 წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics