|
2016-04-21 18:00:07, 637 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. თინა ხიდაშელი დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს პროექტის დეტალები პირადად გააცნო. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სტუდენტებთან სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა. „სულ უფრო საინტერესო ხდება ეს დისკუსიები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ვფიქრობ, ასეთი თავისუფალი, დებატებისთვის გახსნილი, განსხვავებული აზრების თამამად გამოთქმისთვის მზად მყოფი ახალგაზრდების ყოლა ქვეყნის ყველაზე დიდი პლუსი და წარმატებაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს. პრინციპში, ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის იმ საკეთებელთან ერთად, რომლითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ დაკავებულები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები რეზერვის თემის გარდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად საქართველოს მზაობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხებითაც დაინტერესდნენ. „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც. საჯარო დისკუსიის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჯერ საკითხის განხილვაში, შემდეგ კი რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებში.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)