19:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 16:26:39, 505 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთის უკანონო ქმედებები გამოწვევის წინაშე მთელ რეგიონს აყენებს

„საქართველო-რუსეთს შორის პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის  მხოლოდ საქართველოს მცდელობა საკმარისი არ არის.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმა რეფერნდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს შეუშლის ხელს, არამედ  სამხრეთ კავკასიის რეგიონს  კიდევ უფრო უარყოფით  პირობებს შეუქმნის.

„პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება ძალიან  მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობისათვის. ეს პოლიტიკა  მოიცავს სავაჭრო, სატრანსპორტო , ჰუმანიტარულ  და სხვა სფეროებში  ურთიერთობების აღდგენას.  თუმცა ჩვენი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის და ნორმალიზებისთვის  არ არის საკმარისი, თუ არ მოხდა  ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და  ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და  პატივისცემა. ჩვენ ასევე  გვაღელვებს ის ფაქტორი, რომ ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის  დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმა რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის  ფედერაციაში შესვლის საკითხს. ამგვარი უკანონო მოვლენები რასაკვირველია არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ  მთლიანობას შეუშლის ხელს, არამედ  შეიძლება ისედაც მოწყვლად სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო  უარყოფითი გამოწვევი შეუქმნას. უსაფრთხოება და გაძლიერება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics