19:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 18:54:32, 458 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგით საქართველო არაერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ რეიტინგში საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს წინ. 

როგორც კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან  ტორბიორნ იაგლანდთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველომ 2012 წლის შემდეგ 36 საფეხურით  გააუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების  საერთაშორისო რეიტინგი. 

„ამ რეიტინგით საქართველო არაერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, 64-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, მაგრამ  ეს არის ის, რითაც არ შეიძლება,  ვიყოთ კმაყოფილი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ადამიანის უფლების დაცვის , კანონის უზენაესობის და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, სწორედ ამიტომ ვართ აქ და ვიხილავთ 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად, სადაც იქნება უმაღლესი ხარისხი ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics