19:04 - 27 May, 2026
|
2016-04-20 12:49:26, 388 ნახვა
პოლიტიკა
მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მედია კვლავ პოლარიზებულია
„მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (Reporters Without Borders)-ი ავრცელებს. ორგანიზაცია 2016 წლის ინდექსს აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშში, საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს. დოკუმენტში მიღწევებს შორის აღნიშნულია მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალეობა, სატელიტური ტელეკომპანიების პლურალიზმი და სამაუწყებლო მარეგულირებელი ორგანოში განხორციელებული ცვლილებები. ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები შემცირდა, თუმცა მუქარის შემთხვევები ხშირია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)