|
2016-04-19 11:53:23, 446 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაეროს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შეხვდა. დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური მიმართულებით არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი. მინისტრმა აღნიშნა ბოლო პერიოდში ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების კიდევ უფრო განვითარებას. ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციაზე და იმ პროექტებზე, რაც ქვეყანაში ხორციელდება სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის, როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ყურის რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივ ფორმატში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. საბჭოში შემავალი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მიმართ მათი კეთილმეგობრული დამოკიდებულება და მხარდაჭერა, საქართველოს განვითარების, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის. გაეროში ყურის ქვეყნების საბჭოში ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, ყატარი, საუდის-არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შედიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაეროს ღონისძიებების ფარგლებში 2016 წლის 18-21 აპრილს ნიუ-იორკში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)