|
2016-04-19 10:59:30, 594 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა" საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმართება. გამარჯვებული ნაშრომის ავტორი 20 მაისს გამოვლინდება. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი. საკონკურსო მასალების გაგზავნა შესაძლებელია სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში: ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10; ტელეფონი: 2261026. სტატიის მომზადების პირობები: ფონტი: sylfaen; ფონტის ზომა: 11; გვერდების რაოდენობა: მაქსიმუმ 6. დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ: სტუდენტის ბარათის ასლი ტელეფონის ნომერი ელექტრონული ფოსტის მისამართი
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)