18:05 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 18:38:31, 398 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის ICBC-ისა და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის China Tianchen Engineering Corporation–ის წარმომადგენლები მიიღო.

შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საპარტიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართასაქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან. კერძოდ, აღინიშნა, რომ გაფორმდება მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ICBC-ს შორის, რომელშიც დეტალურად განისაზღვრება პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საბანკო სექტორების კუთხით.

შეხვედრაზე ჩინური კორპორაციების მხრიდან გამოითქვა გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურისა და გაზსაცავის პროექტებში მონაწილეობის ინტერესი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics