|
2016-04-18 12:18:22, 499 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისათვის გაზაფხულის ფესტივალი გაიმართა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, „გაზაფხულს ფესტივალი 2016“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რაიონში არსებული სკოლების მოსწავლეებმა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა და მას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ. კონცერტზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით, ყოველ გაზაფხულს იმართება, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მხიარული მუსიკალური ნომრები, სკოლების მოსწავლეებმა კი ხალხური შემოქმედება წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და მადლობა გადაუხადა საგანმანათებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებსა და აღსაზრდელთა მშობლებს კულტურულ ღონისძიებებში ასეთი აქტიური ჩართულობისათვის. „მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთი მაღალია სკოლებისა და ბაღების არა მხოლოდ ხელმძღვანელობების, არამედ აღსაზრდელთა მშობლების აქტიურობა და ჩართულობა ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ფესტივალში მონაწილე ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის დირექტორებს ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)