08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 19:13:03, 1011 ნახვა

საზოგადოება
"აუდიტორია 115" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აუდიტორია 115 პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება,  კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერებისთვის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო გადაწყვეტილებით,  აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

"16 აპრილს აუდიტორია 115 გამაგრდა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, პრემიერ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. გიორგი კვირიკაშვილი ეწვია აუდიტორია#115-ს. სტუდენტებმა დავაყენეთ ჩვენი ძირითადი მოთხოვნები: 

1. განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს.
2. თვითმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას. 

3 ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას. 

4 აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე.
პრემიერ მინისტრი ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა აუდიტორია# 115-თან თანამშრომლობაზე. დაიდო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე. პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერებისთვის.

საერთო გადაწყვეტილებით აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით",-ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics