|
2016-04-16 09:36:43, 400 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობას იმსახურებს
„საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი უნდა გახდეს, რადგან ამას იმსახურებს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა პეტერ გაიდამ ქართველ კოლეგასთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას სლოვაკეთის მხარდაჭერის, პარტნიორობისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. პეტერ გაიდამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე სლოვაკეთის მხარდაჭერა გამოხატა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დაისახა სამომავლო გეგმებიც. როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ნატოს წევრ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობით საქართველო უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. „მივიღეთ ბევრი ახალი შემოთავაზება, მათ შორის, ქართველი სამხედროების სლოვაკეთში სწავლებასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მარტივი, სწრაფი გზაა იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი სრული შემადგენლობით, ყველა კომპონენტით, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ და თავსებადი გავხადოთ ნატოს სისტემასთან. ჩემთვის ნამდვილად გასაოცარი იყო სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის შემოთავაზებები ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების და გამრავალფეროვნების მიმართულებით. ამ წინადადებებზე მუშაობას ორმხრივ ფორმატში გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ყველა შემოთავაზების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყება. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს პროექტის ფარგლებში ნატოს ძირითად ჯგუფში სლოვაკი ოფიცრები ჩამოვლენ. მათი შემოერთებით კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ჯგუფი და შესაბამისად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. პეტერ გაიდა სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაინიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სლოვაკ კოლეგას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ორმხრივი შეხვედრის დასასრულს კი, კოლეგებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)