|
2016-04-12 13:55:29, 408 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: როგორც წესი, NDI ჩვენ არ გვწყალობს
„ქართული ოცნების“ დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი ჯერ არ უნახავს. როგორც ცნობილია, კვლევის პოლიტიკური ნაწილი ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა ზოგადად, პარტიებმა შედეგები მანამდე იციან. ფოფხაძის თქმით, საერთოდ, NDI „ქართულ ოცნებას“ არ წყალობს, თუმცა რაღაც სარგებელი NDI-ს კვლევებს მათთვისაც ექნება: „ჩვენ ძალიან დაბალი პროცენტი გქვონდა წინასაარჩევნო რეჟიმშიც NDI-სთან, როგორც ჩანს, NDI-ს კვლევებში „ქართული ოცნება“ ზოგადად არ არის ბოლომდე მისაღები და სასურველი პოლიტიკური სუბიექტი. შეიძლება, ეს მათი კვლევის მეთოდოლოგიის ბრალია. როგორც წესი, NDI ჩვენ არ გვწყალობს მაგ კუთხით. ჯერ არ მაქვს ნანახი. ბუნებრივია, რაღაც დონეზე ნდობა-უნდობლობის მიუხედავად, ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევას ადამიანი მაინც უნდა ღებულობდე იმ კუთხით, რომ მაინც კრიტიკულად შეაფასო და რაღაც დონეზე გამოიყენო. შესაბამისად, რაღაც სარგებელი NDI-ს ნკვლევებსაც ჩვენთვის ექნება“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)