|
2016-04-12 13:53:48, 513 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
თბილისში, კაიროს ქუჩაზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ესტუმრა და მათი საცხოვრებელ პირობები ადგილზე მოინახულა. უწყების ინფორმაციით, თბილისში, კაიროს ქუჩა N20-ში, კერძო მესაკუთრის შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, შენობის მესაკუთრემ სს ,,ტრანსმშენმა" ობიექტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, რის შემდეგაც სამინისტრომ შენობა შეისყიდა და იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადასცა. რეაბილიტაციის მიმდინარეობისას კომპანია დევნილებს ქირით უზრუნველყოფდა. კაიროს ქ. N20-ში არსებული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა. აქედან 231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ, დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)