|
2016-04-12 12:47:59, 399 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ NDI-ს პოლიტიკური პარტიების რეიტინგში დაბალი მაჩვენებელი აქვს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ მმართველ პარტიას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მოწონების რეიტინგში დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. როგორც ცნობილია, კვლევის პოლიტიკური ნაწილი ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა ზოგადად, პოლიტიკურმა პარტიებმა შედეგები მანამდე იციან. ქუცნაშვილი მედიასთან არ საუბრობს, რა რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ აღნიშნავს, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, კვლევები აჩვენებდნენ, რომ არჩევნებს წააგებდნენ, რაც ეს ასე არ ხდებოდა: „მე ვიყავი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის საარჩევნო სამსახურის ხელმძღვანელი 2011-2012 წლებში. როცა ჩვენ შევქმენით საარჩევნო მანქანა, სულ საარჩევნო შტაბის 3 სტრუქტურული ერთეულისაგან შედგებოდა-საარჩევნო სამსახური, შეხვედრების სამსახური და ლოჯისტიკის სამსახური. შესაბამისად, მახსოვს 2011 წლიდან სულ მაგას გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ წააგებთ, არჩევნებს ვერ მოიგებთ; აი, ხელისუფლება ამ განწყობაზეა, სოციალური ჯგუფები ამას ადგენენ. ჩვენ შეჩვეული ვართ ამ რეჟიმში ცხოვრებას. ასე რომ, ამას ვუყურებთ, როგორც პროცესს, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები ჩვენი ამომრჩევლისათვის იმედების გაცრუებაში და მოტივაციის წართმევაში. ეს იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად ჩვენი ოპონენტების ხელში, რომ ამ გამოკითხვის შედეგები ნიშნავს იმას, რომ ხალხს ჩვენ ვუნდივართ და ჩვენ არ ვუნდივართ. ჩვენ ამას შეგუებულები ვართ და გარწმუნებთ, რომ საარჩევნო კამპანია შეჯიბრის პროცესია. პროცენტი დაიწერეთ, ვისაც რამდენი გაგიხარდებათ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)