|
2016-04-11 13:05:16, 806 ნახვა
სამართალი
მღებრიშვილი: გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება. ამის შესახებ მღებრიშვილმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: „გერმანიის შს მინისტრმა პირადად დამიდასტურა, რომ ამჟამად გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან. ამიტომ ბავარიაში, მაგალითად, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99%-ზე მეტს უარი ეთქვა. თუკი საქართველო მართლაც მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ამ ადამიანებთან მიმართებაში, ეს, გარკვეულწილად, იქნება დანაშაულის პრევენციაც. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებით ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი, ამიტომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)