03:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 09:54:43, 523 ნახვა

საზოგადოება
NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას  2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. 

პრეზენტაცია 10:30 საათზე სასტუმრო "რუმსში" გაიმართება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები. 

კვლევის საველე სამუშაოები  23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. 

საქართველოს მასშტაბით,  პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა.
 
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს  და  CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics