08:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-10 10:25:21, 747 ნახვა

სამართალი
შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი საქალაქო და რაიონული სამმართველოების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მ.იაშვილის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, სისხლს რეგულარულად აბარებს.

ამჯერად სისხლი შსს–ს ასამდე თანამშრომელმა გაიღო. დონორობის მიზანი ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics