03:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 17:30:59, 614 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა, საიდანაც სამი თანამებრძოლთა გვერდით, ცხრა კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

„ძალიან რთული დღეა, ძალიან ტრაგიკული და მძიმე. მოვედით იმისათვის, რომ ვანუგეშოთ ის ოჯახები, რომელთაც წლების წინ დაკარგეს მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც იქ, კონფლიქტის რეგიონში იმყოფებოდნენ. უნდა მოვიგონოთ მათი სახელები და ყველაფერი  გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათი სახელები არასოდეს დავივიწყოთ ჩვენ და მომავალმა თაობამ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ამ დროისათვის, სულ, 43 მებრძოლია იდენტიფიცირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics