|
2016-04-08 19:54:35, 494 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა და უჩა ნანუაშვილმა შეხვედრაზე უახლოეს თვეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელეს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომელიც ომბუდსმენსა და მის წარმომადგენელს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების საშუალებას მისცემს. ეს საკითხი მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. ბრძანების პროექტი სახალხო დამცველთან ერთად განვიხილეთ, რადგან არ მინდა ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული წესები ერთპიროვნულად განვსაზღვრო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. უჩა ნანუაშვილი ფოტოგადაღების უფლების მინიჭებას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, საკითხის დარეგულირების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობით მომზადდება. კანონის თანახმად, სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღებების უფლება 2016 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭება. აღნიშნული ღონისძიება პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)