|
2016-04-08 14:21:55, 501 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა. არაოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც ბელარუსული მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულაროზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილური კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. ორი საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქათველოში ემოგზაურათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები- საცივი, ჩაშუშული, ხაჭაპური და ქართული ფოლკლორით ესიამოვნათ. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საღამოზე აჭარული ხაჭაპურისა და ცეკვა მთიულურის მასტერკლასებმა დაიმსახურეს. ქართული ფოლკლორი მინსკში ხელვაჩაურის ფოლკლორულმა გუნდმა „ათძალი“ წარადგინა. “ აჭარის დღეების მიზანია, რომ ის დადებითი ემოციები, რაც ჩვენს ფოლკლორსა და სამზარეულოს მოაქვს ჩვენმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც იგრძნონ, შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა და დაგეგმონ თავიანთი არდადეგები აჭარაში. თუკი გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიების სტუმრების რეაქციასა და ემოციებს მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. უფრო მეტიც ისინი ჩვენი საღამოთი ვამოგზაურეთ აჭარაში, რაც საბოლოოდ ბელარუსული მედიისა და ტურისტული კომპანიების მიერ აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტებისა და ტურების ხარისხზე აისახება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა. მინსკის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში. აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)