|
2016-04-08 13:05:30, 1247 ნახვა
მსოფლიო
სინაიში "ისლამური სახელმწიფოს" ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა
ეგვიპტეში კერძოდ კი სინაის ნახევარკუნძულზე, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იტყობინება. როგორც მედია საშუალება იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან 5 ეგვიპტელი ჯარისკაცი, 1 სამხედრო ოფიცერი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს. "ისლამურმა სახელმწიფომ" ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები გზის გასწვრივ იყო დამონტაჟებული. ასაფეთქებელი მოწყობილობები მას შემდეგ ამოქმედდა რაც გზაზე ჯავშანტრანსპორტიორმა გაიარა. ადგილობრივი მედია საშუალებები ეგვიპტელ სამხედროების წარმომადგენლებთან კონტაქტს ვერ ახერხებენ. შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" სირიის, ერაყის და ლიბიის საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)