|
2016-04-08 09:29:15, 364 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კარგის მეტი არაფერი არ არის იმაში, რომ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არჩევნების თარიღს გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, ყველასთვის კარგი იქნება, გარკვეული აქტივობები წინასწარ დაგეგმოს. ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღის უკვე გამოცხადებაში ცუდს ვერაფერს ხედავს. „მინდა კომენტარი გავაკეთო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმაოდ ფართო განსჯა მოჰყვა ამ საკითხს, ჩეულებრივად კონსულტაციები გაიმართა პრეზიდენტთან ერთად. ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მემგონი, არავისთვის არ იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები დღეიდან მოყოლებული, მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი და ის, რომ წინასწარ ჩვენ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, ამაში კარგის მეტი მემგონი, არაფერი არ არის. ამიტომ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)