|
2016-04-07 20:13:04, 1162 ნახვა
მსოფლიო
სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადიცია რამდენიმე კვირაში მოხდება
პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადიცია რამდენიმე კვირაში მოხდება, - ამის შესახებ France24 დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველები ტერორისტს 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ პარიზის ტერაქტში აბდესლამის ძმაც მონაწილეობდა, რომელმაც თავდასხმის დროს თავი აიფეთქა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აბდესლამის თითების ანაბეჭდები, ბრიუსელში სპეც-ოპერაციის შედეგად ბინაში ნაპოვნ იარაღზეც აღმოაჩინეს. France24 ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი სასამართლოს პროცესს ჯერ არ დასწრებია. ის კვლავ საფრანგეთში ექსტრადიციას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)