|
2016-04-06 19:16:25, 393 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე: არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება
საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი. აღნიშნულ ცვლილებას „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისწევრებს, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსის მოქმედი 112-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, რაც მისივე შეფასებით, დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას არ შეესაბამება. „საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ. კომიტეტი დაეთანხმა წარმოდგენილ ცვლილებას და მხარი დაუჭირა მის პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტის მხარდაჭერა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადებამაც მიიღო. კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი წინადადების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივად მომზადებას, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. წინა ორი საკითხისგან განსხვავებით, კომიტეტმა სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. საკითხი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს შეეხებოდა. სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძისგანმარტებით, კომიტეტს არ შეუძლია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ინიცირების საკითხებზე მსჯელობა, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვის პროცედურების დაწყებას, სულ მცირე, პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა ჭირდება.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)