|
2016-04-05 13:59:16, 1130 ნახვა
საზოგადოება
დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტფილისის“ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი დავით აღმაშენებლის გამზირზე, N26-ში გაიხსნა. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრში მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება პროექტ „ახალი ტფილისის“ და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საჭირო ინფორმაცია ადგილზევე მიიღოს. გაიმართება სხვადასხვა სახის პრეზენტაციები და შეხვედრები. საინფორმაციო ცენტრში მოქალაქეებს მომსახურებას, დილის 9:00 საათიდან - საღამოს 18 :00 საათამდე თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლები გაუწევენ. საინფორმაციო ცენტრის მიზანია, პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მოკლე დროში გადასაწყვეტად მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია და მოსახლეობას კომუნიკაციისთვის კომფორტული გარემო შეექმნას. ,,საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა ჩემი დავალების საფუძველზე, რათა უშუალოდ აქ მიიღოს მოსახლეობამ ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის არსებობა. ამასთან, ცენტრიდან მოხდება უშუალოდ პროექტის მართვა და ძირითადი გუნდი აქ იქნება. პირადად მე, ჩემი მოადგილე, საკოორდინაციო და ზედამხედველობის ჯგუფის სხვა წევრები პერიოდულად შევიკრიბებით და გავეცნობით ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, მოვისმენთ უშუალოდ სპეციალისტების, ექსპერტებისა და მოსახლეობის აზრს, შესაბამისად, დავგეგმავთ სამომავლო საქმოანობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, მერიის ცნობით, პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალ ეტაპზე გადავიდა. დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. „პროექტის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე - დ. აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე - მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრო გაყვანილობისა და გაზმომარაგების სისტემები და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის სამუშაოებს (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), საავტომობილო მოძრაობა 30 სექტემბრამდე შეზღუდული იქნება დავით აღმაშენებლის გამზირზე - N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის კუთხემდე. საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში, ხოლო პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპი წლის ბოლოსთვის დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)