|
2016-04-04 16:13:59, 383 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში და ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება გვსურს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტარების სახელით, შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქართველო კავკასიაში მშვიდობის მომხრეა. "მინდა, თქვენი სახელით შეშფოთება გამოვთქვა იმ მოვლენების გამო, რაც ჩვენს სამეზობლოში ვითარდება, სამწუხაროდ, ვიცით, რომ არის მსხვერპლი, ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი ქართველებისთვის ორ მოძმე ხალხს შორის და ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ურყევი, ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში, და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში, გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეაჩერებს ესკალაციას და არ გამოიყვანს ვითარებას კონტროლიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ყოველდღიურ რეჟიმში პროცესებში ჩართულია: "არიან შესაბამის თანამდებობის პირებთან კონტაქტზე, ეს არის აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფათაც და ჩვენ სამეზობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლადაც",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)