|
2016-04-04 14:50:28, 377 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო
„დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net -სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მთავრობის მიზანია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის. ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, და ევროინტეგრაციის გაღრმავება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული სარგებელი, მაგალითად, ევროპაში უვიზო მიმოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ჩვენი მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას, როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ათი წლის შემდეგ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე გახდება. „ჩემი აზრით, საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი რგოლი. ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე. საერთოდ, ჩემი მოლოდინით, საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას. ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მალე უნდა ამოქმედდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)