|
2016-04-04 14:46:08, 459 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, უწყებები პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების რეალიზაციის, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების, არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით ითანამშრომლებენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების დასაქმება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და მემორანდუმები კი, უწყებას ამ მიმართულებით წამოწყებული ნოვაციების განხორციელებაში დაეხმარება. „მემორანდუმი, რომელიც დღეს გავაფორმეთ, მსჯავრდებულების და პრობაციონერების დასაქმების კუთხით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მერია დახმარებას გაგვიწევს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ ორ საწარმოში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის კუთხით. გარდა ამისა, მერიას უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს - გამწვანება, მშენებლობა და სხვა. როგორც მერმა აღნიშნა, ყველა სათანადო ღონისძიება განხორციელდება იმისთვის, რომ ამ პროექტებზე დასაქმდნენ პრობაციონერები, ასევე, მსჯავრდებულები დაწესებულებებში, პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის ფარგლებში, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან, ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოების შესრულების უფლება ექნებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერია ხელს შეუწყობს პრობაციონერების აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეებში. „მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რათა ერთად გავაკეთოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეები, ეს იქნება პრობაციონერების დასაქმება, დაწესებულებებში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაცია და სხვა მიმართულებები, რათა ორივე მხარისთვის სასარგებლო შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისში რეგისტრირებულ მსჯავრდებულთა ჩართვა მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მხარეები შემეცნებითი ხასიათის ტრენინგების, სემინარების დაგეგმვა-განხორციელებასაც უზრუნველყოფენ. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამ მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის დაგეგმილია ე.წ ონლაინ მაღაზიის შექმნა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები გაიყიდება.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)