|
2016-04-04 13:34:20, 520 ნახვა
საზოგადოება
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 16.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა
2016 წლის მარტის თვე 450- 875 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები ასეთია: მათივე ინფორმაციით, 2016 წლის მარტში ყველზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა. ამასთან, დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქეების ვიზიტის 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 170 281 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%); ბ) ტრანზიტი - 82 609 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,3%); გ) სხვა - 197 985 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,5%). რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 134 436 ვიზიტი განხორციელდა, რაც 14,7 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+6,7%), სომხეთიდან (+4,2%), რუსეთიდან (+15,7%), უკრაინიდან (+26,9%) და ირანიდან (+1065,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 48%, 27%, 23% და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (80%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (37%) და მოლდოვა (39%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (81%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 348%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)