|
2016-04-04 12:43:32, 363 ნახვა
პოლიტიკა
კახა შარტავა: არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს
„ეროვნული ფორუმი“ გადის კოალიცია „ქართული ოცნების „ შემადგენლობიდან და ტოვებს საპარალამენტო უმარვლესობას, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მისივე თქმით, „ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, საპარალემნტო ფრაქცია და პარტიის წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმართველობაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას. „2016 წლის 3 აპრილს გაიმართა ეროვნული ფორუმის მეხუთე რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც განხილულთა შორის ერთ-ერთი მთავარი იყო მომავალ საპარელამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმის საკითხი. 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება. მიზანი მიღწეული იქნება ეტაპობრივად საპარალამენტო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში კოალიციის გამარჯვებით. ამ საქმეში „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან ერთად და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამომდინარე აქედან „ეროვნული ფორუმის“ პარტიის ყრილობა კოლაიციის შემადგენლობაში ამოწურულად ჩათვალა. „ეროვნულმა ფორუმმა“ პირნათალად შეასრულა კოალიციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება. „ეროვნული ფორუმი“ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. „ეროვნული ფორუმი“ გადის კოალიცია „ქართული ოცნების „ შემადგენლობიდან და ტოვებს საპარალამენტო უმარვლესობას. „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, საპარალემნტო ფრაქცია და პარტიის წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმართველობაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას შესაბამისი ორგანოების მორიგ არჩევნებამდე. „ეროვნული ფორუმი“ მადლობას უხდის კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა კახა შარტავამ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)