|
2016-04-02 19:01:19, 568 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა აუტიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. შსს-ს ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს მეხანძრე-მაშველებმა, სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლეს. სტუმრები სიმულაციურ სწავლებას და საპნის ბუშტების საჩვენებელ შოუს დაესწრნენ. პატარებმა ხელის ანაბეჭდებით სასურველი ნახატებიც დახატეს. სამწყობრო მოედანზე მოეწყო გამოფენა, სადაც გასულ წელს აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფოტოები და სააგენტოს კუთვნილი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები მულტიპლიკაციური ვიდეომასალით დაასაჩუქრეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სხვადასხვა ტიპის კატასტროფის დროს მოქცევის წესები. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა და მასპინძლებმა ჰელიუმის ბუშტებით ცაში გზავნილი გაუშვეს: ,,მეხანძრე-მაშველები აუტიზმისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)