23:15 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-03 19:28:05, 5174 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ერევნის "ზვარტნოცის" საერთაშორისო აეროპორტში მას სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა.
კობახიძე დღეს დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.
ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics