|
2016-04-02 10:57:28, 462 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის გამგეობა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აგრძელებენ. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელი „3D“ ფორმატში მოხატეს. ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. ფერად „ზებრა“ გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ დაწერეს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი „ზებრა“ გადასასვლელი უკვე მოხატეს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)