23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 13:07:57, 545 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს სავაჭრო ეკონომიკური მრჩევლის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩეველის ოფისს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში ფსიქიატრიული ინფრასტქრუქტურის გაუმჯობესებას და კლინიკების მშენებლობას სენაკსა და თელავში.

მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და ჩინეთის საელჩოს ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩევლმა ლიუ ბომ მოაწერეს.

ცნობისთვის, საქართველოში ჩინეთის ხუნანის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტის  ჯგუფი იმყოფება, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ფსიქიატრიული კლინიკის  პროექტზე მუშაობენ. მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics