|
2016-04-01 13:01:20, 487 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს, ბუკიას ბაღში, მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან, ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს. მათივე ინფორმაციით, გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ვოლონტიორები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები დამოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითაც აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)