07:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 12:50:20, 794 ნახვა

სამართალი
FBI-ს წარმომადგენელი: საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ-კომპონენტებს, განსაკუთრებულად რთული გამოსაძიებელია

დარწმუნებული ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

ამის შესახებ საქართველო მთავარ პროკურატურაში საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ, FBI-ის წარმომადგენელმა ქეთლინ კენინგმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ განსაკუთრებული მნიშვნელოვან საქმეში დახმარებების აღმოჩენის თხოვნით.

„მსგავსი ტიპის საქმეებში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარების აღმოჩენა პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

მსგავსი ტიპის საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ-კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთული გამოსაძიებლად. მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში, მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, წარადგენს მართლმსაჯულების წინაშე.

ფედერალური ბიუროს პოლიტიკის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომენტარს არ ვაკეთებთ. ამერიკაში დამკვიდრებული პრაქტიკით, პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ მთავარ პოკურატურას ან სხვა საგამოძიებო ორგანოებს“,-აღნიშნა საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics