23:42 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 20:52:52, 7490 ნახვა

საზოგადოება
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

ივანიშვილის მერმა, კახი კალაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი. კალაძის თქმით, ამ მარშრუტებით " მოქალაქებიი 2 დღის განმავლობაში ისარგებლებენ უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე."

გთავაზობთ მარშრუტების ჩამონათვალს:

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: მარჯანიშვილი, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან (თბილისი ცენტრალის პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. 

კალაძემ ასევე თქვა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო იმუშავებს გახანგრძლივებული დროით.

"11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება." აღნიშნა კალაძემ სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics