|
2016-03-31 19:42:53, 574 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დაამტკიცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, და რუსთავის (კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში) 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილების თანახმად ამომრჩეველთა ხმების ძალა ადექვატურად გამოიხატება მანდატის წონაში; ანუ მიღწეულია „ხმის თანაბრობის“ ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დანერგვაზეც წლების განმავლობაში საკუთარ რეკომენდაციებს წარმოადგენდნენ ვენეციის კომისია, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ (ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები) საკმაოდ მოკლე ვადაში უზარმაზარი სამუშაო გასწია - „ჩვენ მოვახერხეთ საზღვრების დელიმიტაციის პროექტის მომზადებაც, უზრუნველვყავით პროცესის საჯაროობა, - გავმართეთ საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრები,“ - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას და მადლობა გადაუხადა ცესკოს, საოლქო საარჩევნო კომისიების თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროექტი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, 14 მარტიდან გაასაჯაროვა; პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ეროვნულ უმცირესობებთან, საკრებულოს ქალთა ჯგუფებთან. ეს იმ საზოგადოებრივი ჯგუფების მოკლე ჩამონათვალია, რომლებთან შეხვედრებზეც მოხდა ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი მოსაზრებების გაცვლა და შეჯერება. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისთვის და მათი საზღვრებისა და ნომრების განსაზღვრისთვის კანონმდებლობით გაწერილი ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)