|
2016-03-31 17:16:36, 560 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მისი გენერალური დირექტორი ევროპის ბიზნეს ასამბლეის ნომინანტები გახდნენ
ევროპის ბიზნეს ასამბლეა (EBA) 2016 წლის 29 ივნისს, გერმანიის ქალაქ ბად-ემსში ფორუმს - International Prime Business Destinations გამართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდებიან რეგიონალური მნიშვნელობის წარმატებული კომპანიები და მათი მენეჯერები. მათივე ინფორმაციით, ევროპის ბიზნეს ასამბლეის საინიციატივო საბჭო რეკომენდაციას უწევს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე ჯაფარიძეს შემდეგ ნომინაციებზე - „საუკეთესო საწარმო“ და „წლის მენეჯერი“. „მიგვაჩნია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის მაღალი პროდუქტიულობის მქონე ორგანიზაცია, რადგან ფლობს მყარ პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე, აქვს სურვილი გააფართოვოს საერთაშორისო თანამშრომლობის საზღვრები და უზრუნველყოს როგორც დასაქმებული პერსონალის კეთილდღეობა, ასევე მომხმარებლების კმაყოფილება მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებით“ - აღნიშნულია ევროპის ბიზნეს ასამბლეის მიერ გამოგზავნილ წერილში. აღნიშნული მიღწევა განაპირობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთიანი გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა, რაც მთლიანად კომპანიისა და თითოეული თანამშრომლის წარმატებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)