|
2016-03-31 14:29:24, 567 ნახვა
საზოგადოება
სილეზიისა და ბათუმის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, სილეზიის უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას სილეზიის უნივერსიტეტის რექტორი ვიესლავ ბანიში, სილეზიის სავოევოდოს საბჭოს წევრი კაზიმეჟ კაროლჟაკი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სილეზიის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით განისაზღვრა. თანამშრომლობა მოიცავს: სტუდენტების (მათ შორის დოქტორანტების) გაცვლით პროგრამებს, საუნივერსიტეტო სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობას, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის მოხელეთა გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და კურსების შექმნას, სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლას, სასწავლო ვიზიტებსა და პროექტებში მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კატოვიცეში 29 მარტს და დაწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. აჭარის რეგიონის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)